რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და იტალიის ყოფილმა პრემიერმა, სილვიო ბერლუსკონიმ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ბახჩისარაიში ხანის სასახლე დაათვალიერეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
პუტინმა და ბერლუსკონიმ დაცვის თანხლებით სასახლის ინტერიერი დაათვალიერეს. მათ ასევე უძველესი თუთის ხე ნახეს, რომელიც 300-500 წლისაა. გასეირნების შემდეგ კრემლის ლიდერი მუზეუმის თანამშრომლებს გაესაუბრა.
ვლადიმერ პუტინი და სილვიო ბერლუსკონი ერთმანეთს გუშინაც შეხვდნენ. იტალიის ყოფილი პრემიერი ყირიმის ნახევარკუნძულზე გუშინ ჩავიდა. მანამდე ის სოჭში ორი დღით იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ პუტინსა და ბერლუსკონის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.