გამოცემა "China Daily" -ს ერთ-ერთ სტატიაში ღნიშნულია, რომ ჩინეთი მზად არის საქართველოსთან თავისი სტრატეგიის ინტეგრირებისთვის, ასევე, ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისთვის.
ლი კეციანმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო და ჩინეთი, ორმხრივი ვაჭრობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, შეძლებისდაგვარად, სწრაფად შეუდგებიან მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. ლის თანახმად, ჩინეთი მზად არის საქართველოსთან თავისი სტრატეგიის ინტეგრირებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისთვის, პორტების, გზატკეცილებისა და რკინიგზის ჩათვლით.
"ჩინეთსა და საქართველოს აკავშირებს ურთიერთპატივისცემა და თანასწორუფლებიანი პარტნიორობა",- აღნიშნა ლიმ და დაამატა, რომ ჩინეთი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ განვითარების გზას, რომელიც მორგებულია ქვეყნის სპეციფიკურ პირობებზე.
ლიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც კონცენტრირებულია სოციალური განვითარების ხელშეწყობაზე და მზად არის დახმარებისთვის, რათა გაიზარდოს საქართველოს როლი საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში.
გარდა ამისა, ლიმ გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის კონტაქტი კიდევ უფრო გაღრმავდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს აკავშირებს ტრადიციული მეგობრობა, ხოლო ჩინეთთან ურთიერთობა წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს.
"საქართველო მზად არის, გაააქტიუროს მაღალი დონის ვიზიტები და გააღრმავოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო მიესალმება ჩინურ ინვესტიციებს და მზად არის, შეასრულოს სანდო პარტნიორის, საინვესტიციო ცენტრისა და ხიდის როლი ჩინეთის პროდუქციისთვის ევროპის ბაზარზე გასატანად.