ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ პრესკონფერენცია მოაწყო და ზვიად სიჭინავას გადადგომას დადგმული სპექტაკლი უწოდა.
კვარაცხელიას თქმით, სიჭინავა გადავიდა ზღვარს და ბინძური ბრძოლა წამოიწყო კანდიდატის წინააღმდეგ.
როგორც გაზეთი "ახალი თაობა" წერს კვარაცხელიამ ყოფილი პრეზიდენტის ნათქვამს - „პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ, არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს არჩევნებშიო“, - სიცრუე უწოდა.
ამასთან, კვარაცხელიამ ის რამდენიმე ფაქტი გაჟრერა, რის გამოც სიჭინავას პრეზიდენტის პოსტი უნდა დაეტოვებინა.
"თუ გადადგომა უნდოდა, ბატონი ზვიადი მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა:
1. საქართველოს ჩემპიონატში, ჰოი საოცრებავ, ორმა გუნდმა გაიმარჯვა და მხოლოდ უეფას ჩარევით დადგინდა საქართველოს ჩემპიონი;
2. ქართული ფეხბურთი ბინძურმა სამსაჯო და ტოტალიზატორების სკანდალმა მოიცვა, რაც ისევ და ისევ უეფას ჩარევით გამოაშკარავდა;
3. დისკვალიფიცირებული კვეკვესკირი ატამაშეს და ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიაციალურ მატჩში წაგება ცაეთვალა;
4. არადისკვალიფიცირებული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა არ ათამაშეს და ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშიტ წააგო შესარჩევი მატჩი პოლონეთთან;
5. საქართველოს რეესტრში 2014 წლის 21 ივლისს გატარებული წესდება დაამახინჯეს და პუნქტები შეუცვალეს.
აი, მაშინ უნდა გადამდგარიყავით, ბატონო ზვიად!", - აცხადებს კვარაცხელია.
მამუკა კვარაცხელიას თქმით, მას სასკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი სახელმწიფოს ჩარევა, როცა სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ფედერაციის ხელმძღვანელობას კი ფრჩხილიც არ წამოსტკიებია.
"მე , უეფას უეფას მედიაოფიცერმა, არ ვიცი, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს არცევნებში? მაგრამ ეს მორიგი, ვითომ სკანდალური განცხადება მიმართულია უეფას აღმასკომის სხდომისკენ, რომელიც 16 სექტემბერს მალტაში გაიმართება და ფედერაციის ხელმძღვანელებს უნდათ აფიშირება, რომ სახელმწიფო ერევა არჩევნებში და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ამას ამართლებს!", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მისი თქმით, უნდათ, რომ წაგებული არცევნები ჩაშალონ!
"აბა, გაბედოს ფედერაციამ და ეს სიცრუე მიაწოდოს უეფას! თუ ტყუილი ისევ გაბედეს, სასამართლოს მივმართავ. წერილი მზად მაქვს და უკადრებელს თუ იკადრებთ, აბა, სკანდალი მაშინ ნახეთ, ბატონებო!", - დასძინა მამუკა კვარაცხელიამ.