ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი NBA-ს კლუბ "ლოს ანჯელეს კლიპერსში" ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სპორტული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გუნდმა ერთწლიანი არაგარანტირებული კონტრაქტით აიყვანა ნიკოლოზ ცქიტიშვილი.
2002 წელს ცქიტიშვილი დრაფტზე "დენვერ ნაგეტსმა" აიყვანა, მან ამერიკული ლიგა 2006 წელს დატოვა და 9 წლის მერე ისევ დაბრუნდა.
"კლიპერსს" 14 კალათბურთელი ჰყავს გარანტირებული კონტრაქტით, შესაბამისად, 32 წლის ცქიტიშვილს ჩაკ ჰეიესთან მოუწევს კონკურენციის გაწევა ბოლო ადგილისთვის განაცხადში.