სომხეთი და რუსეთი კავკასიაში ერთობლივი რეგიონული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას აპირებენ. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე მზად არის და ძალაში ხელმოწერის შემდეგ შევა. "ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველა დეტალზე მუშაობას წლის ბოლომდე დავასრულებთ", - განაცხადა რუსმა გენერალმა, პაველ კურაჩენკომ.
მისივე თქმით, ერთობლივი რეგიონული თავდაცვის სისტემები რუსეთს უკვე აქვს ბელორუსსა და ყაზახეთთან. ამჟამად მიმდინარეობს ანტისარაკეტო თავდაცვითი ერთობლივი რეგიონული სისტემების შექმნა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან.