სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.42-2.44 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.42-2.44 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.42-2.44 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.37-დან 2.40 ლარის ფარგლებში იბარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლებმა განუცხადეს, ბოლო პერიოდში ადამიანები დოლარს უფრო ყიდიან, ვიდრე ყიდულობენ, თუმცა ვალუტის გადამცვლელ ზოგიერთ პუნქტში ამბობენ, რომ დოლარის შესყიდვის მსურველთა რაოდენობა მეტია.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.43-დან 2.48 ლარამდე მერყეობს. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები სწრაფად იცვლება.

ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.48 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.36 ლარად.

"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4550 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3850 ლარად.

"ფინკა ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4350 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3850 ლარს მიიღებს.

რაც შეეხება "პროკრედიტ ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.4750 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.3650 ლარად არის შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3876 ლარია. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დადგინდება.