"ალ-ქაიდა" მსხვილ ამერიკელ ბიზნესმენებს ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდა" მსხვილ ამერიკელ ბიზნესმენებს ემუქრება. "ენბისის" ცნობით, ტერორისტები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე შესაძლოა, გახდეს "მაიქროსოფთის" დამფუძნებელი, ბილ გეითსი, მილიარდერი უორენ ბაფეტი, ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები, ასევე ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი, კაზინოების მაგნატი შელდონ ადელსონი, "უოლ-მარტის" ქსელის დამფუძნებლის შვილი, ჯიმ უოლტონი და სხვები.

"ალ-ქაიდამ" შესაბამისი განცხადება თავის ჟურნალში გამოაქვეყნა. ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელთა განცხადებით, თავდასხმის შესაძლო ობიექტთა სიიდან ამოიღებენ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ფინანსურ რესურსებს აშშ-ის ბანკებიდან გაიტანენ და ქვეყნის გარეთ დააბანდებენ.

"ალქაიდას" წევრებს სჯერათ, რომ ამგვარად ისინი აშშ-ის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ.