კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.39-დან 2.48 ლარამდე მერყეობს. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. ეროვნული ბანკის მიერ ლარის დღევანდელი ოფიციალური კურსის გამოქვეყნების შემდეგ, ბანკებმა აღნიშნული მონაცემები შეცვალეს.
ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.48 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.36 ლარად.
"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4350 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3800 ლარად.
"ფინკა ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.3960 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3700 ლარს მიიღებს.
რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.4700 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.3700 ლარადაა შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადდგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3876 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3790 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.