იურიდიულმა კომიტეტმა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება გაიზიარა

იურიდიულმა კომიტეტმა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება გაიზიარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების ინიცირების საკითხს მხარი დაუჭირა.

ომბუდსმენის საკანონმდებლო წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ 16-18 წლამდე ასაკის მოზარდების სამოქალაქო ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იყოს დასაშვები.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანის კანონიერი ქორწინება ნებადართულია, თუ არსებობს მშობლის, ან მოსამართლის თანხმობა. სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების მიხედვით კი, ასეთ შემთხვევაში თანხმობას მხოლოდ მოსამართლე გასცემს.

როგორც კომიტეტის სხედომაზე ითქვა, საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა დაცვას იძულებითი ქორწინებისგან. სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, ხშირად არასრულწლოვანებს გარკვეული სარგებლის გამო მშობლები აქორწინებენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად გარდაიქმნება.

მომხსენებელი აღნიშნულ საკითხზე დეპუტატი თამარ კორძაია იქნება.