მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, საარჩევნო სისტემის რეფორმა გავატაროთ  ერთად

მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, საარჩევნო სისტემის რეფორმა გავატაროთ ერთად

მინდა მოვუწოდო მმართველ კოალიციას, საარჩევნო სისტემის რეფორმა გავატაროთ ახლა, ერთად, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა , ირაკლი ალასანიამ მმათველი გუნდის ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შესაძლოა 5 %-დან 4 %-მდე შემცირდეს.

როგორც ალასანიამ განმარტა, საარჩევნო რეფორმის 2020 წლისთვის გატარება, მომავალი – 2016 წლის არჩევნების კი ძველი წესით ჩატარება, საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.

"ჩვენი პრეტენზიის და შეშფოთების მთავარი საგანი არის სწორედ მმართველი გუნდის პოზიცია, რომელიც იძახის, რომ ძველი წესით ჩავატარებინოთ 2016 წლის არჩევნები და მხოლოდ 2020 წლისთვის ვიზრუნოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ეს არის არასწორი მიდგომა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მმართველ კოალიციას, რომ ეს რეფორმა გავატაროთ ახლა, ერთად და 2016 წელს შევხვდეთ სამართლიანი საარჩევნო სისტემით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.