კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 000 ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა

კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 000 ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა

როგროც "პირWელს" პროკურატურაში განუცხადეს, მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე, ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლა.

"სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულ კახა მამულაშვილს პატიმრობა 15000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე, ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება. გრძელდება საქმის არსებითი განხილვა და მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის ჩანიშნული", - განუცხადა "პირWელს" სუხიაშვილმა.

კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ.