ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრ საიხანბილეგ ჩიმედს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მონღოლეთს შორის  არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა მონღოლეთის დაინტერესება საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებით.

საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონღოლეთის პრემიერ–მინისტრი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის იდეას მიესალმა, რომელიც ევროპას და აზიას უმოკლესი გზით დააკავშირებს და დროს და ხარჯს შეამცირებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.