პარლამენტში, ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებში" არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმოდგენლები არიან შეკრებილი.
კონსულტაცია პარლამენტის დონეზე ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს.
ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის ინიციატივის პარლამენტის წინაშე დასმას "თავისუფალი დემოკრატები" გეგმავენ.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარტიების მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მინით 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას და პარლამენტში შესაბამისი პროექტის წარდგენას გეგმავს.