"ალ-ქაიდასთან" დაკავშირებულმა სირიელმა ამბოხებულებმა პროვინცია იდლიბში მდებარე ერთ-ერთი სტრატეგიული ავიაბაზა დაიკავეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მებრძოლებს, რომლებმაც ავიაბაზა დაიკავეს, კავშირი აქვთ ასევე ისლამისტ ამბოხებულებთანაც.
მარტის შემდეგ ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციის არაერთი ქალაქი დაიკავეს. უკვე ერთ წელზე მეტია სირიის სამთავრობო ძალები ქვეყანაში როგორც ამბოხებულებს, ასევე "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის.
ამბოხებულების გარდა, რამდენიმე ქალაქი ექსტრემისტებსაც აქვთ დაკავებული.