„ამ კონფლიქტის შესახებ აღარ გვახსოვს და შესაბამის ყურადღებას არ ვაქცევთ“

„ამ კონფლიქტის შესახებ აღარ გვახსოვს და შესაბამის ყურადღებას არ ვაქცევთ“

გამომცემლობა "VG" ნორვერგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ბორგე ბრენდე საქართველოში ვიზიტსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მისი სტუმრობის შესახებ საუბრობს. ინტერვიუდან ამონარიდების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება უკრაინაში. ამის მიუხედავად, ამ კონფლიქტის შესახებ აღარ გვახსოვს და არ ვაქცევთ შესაბამის ყურადღებას. ვფიქრობ, არ შეიძლება მივიღოთ ის ფაქტი, რომ რუსეთი, როგორც დიდი ქვეყანა უფლებამოსილია განსაზღვრავდეს დამოუკიდებელი ქვეყნების, ისეთის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ინტერესებს, მათი სურვილების მიუხედავად“, - აცხადებს ბორგე ბრენდე.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში „ჩვენ უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და არა კვაზი-რეფერენდუმების შედეგებს“.

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 4 სექტემბერს ეწვია.