საქართველოში „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა

საქართველოში „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა

საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კორპორაციის თავმჯდომარემ იორიჰიკო კოჯიმამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა „მიცუბიშის“ თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.

„მიცუბიში“ არის  მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყანაში ფლობს ბიზნესს და დასაქმებული ყავს 68 ათასი ადამიანი . 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა. „მიცუბიში“  უმსხვილესი გლობალური ბიზნესსაწარმოა, რომელიც აერთიანებს და ოპერირებს არაერთ ინდუსტრიას ფინანსების, ენერგეტიკის, ლითონების წარმოების, მანქანათმშენებლობის, ქიმიური წარმოების, გარემოს დაცვის სფეროებში.