ანკარაში ქურთების მხარდამჭერი პარტიის შენობას თავს დაესხნენ

ანკარაში ქურთების მხარდამჭერი პარტიის შენობას თავს დაესხნენ

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქურთების მხარდამჭერი პარტიის შტაბს აქტივისტები თავს დაესხნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით , ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ქურთმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ რეგიონში 15 სამართალდამცველი მოკლეს. 

ქურთებსა და თურქეთის არმიას შორის ბოლო რამდენიმე თვეა ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. გუშინ თურქეთის სახმელეთო ჯარები ერაყში ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად შევიდნენ. მანამდე კი თურქეთის არმია "ქურთების მუშათა პარტიის" პოზიციებს ავიაიერიშებით უტევდა. პარალელურად, თურქმა ნაციონალისტებმა ქვეყნის მასშტაბით არაერთი აქცია გამართა.