ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს მაკედონიას დაუპირისპირდება. საქართველო-მაკედონიის შეხვედრის ტრანლსაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყებს.
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში, გუშინ საბერძნეთთან საქართველო ანგარიშით 68:79 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გუშინდელი მატჩის პირველ ტაიმში იგორ კოკოშკოვის გუნდი 28 ქულით აგებდა, თუმცა საბოლოოდ 11 ქულით დამარცხდა.
საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველო ჯგუფში კვლავ ბოლო ადგილზეა, რადგან სამივე თამაშში დამარცხდა.
მიუხედავად ასეთი შედეგებისა, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი კვლავ დარჩა. ამისთვის, ქართველმა კალათბურთელებმა დღეს მაკედონია უნდა დაამარცხონ, ხოლო მაკედონია და ჰოლანდია ყველა დარჩენილ შეხვედრაში უნდა დამარცხდნენ.