ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება არხის თანამშრომლების გადაბირებას ცდილობს

ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება არხის თანამშრომლების გადაბირებას ცდილობს

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ხელისუფლება არხის თანამშრომლების გადაბირებას ცდილობს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის ეთერში არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2" ამ შეტევას გაუძლებს. "მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მეორე წრეზე აპირებს წასვლას - 2012 წელს იყო უკვე მცდელობა, რომ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები გადაებირებინათ ძალიან დიდი ფულის ფასად: მიჰყავდათ აბსოლუტურად ყველა, დაწყებული ცნობილი ჟურნალისტებიდან, დამთავრებული ტექნიკური პერსონალით, ოღონდ კი შიგნით რღვევა დაწყებულიყო, თუმცა არ გამოუვიდათ და ჩვენ მაშინ ეს ბრძოლა, პრაქტიკულად, უდანაკარგოდ დავასრულეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთ შემოტევასაც გავუძლებთ", - განაცხადა უდუმაშვილმა. 

მისივე განმარტებით, "ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომ "რუსთავი 2"-ს რაც უფრო მეტს ებრძვი, მით უფრო ძლიერდება". "ხელისუფლება კიდევ ნახავს, რამდენად შეგვიძლია ჩვენ გავუძლოთ ყველა დარტყმას", - აღნიშნა არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ.