საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა , გიორგი აბაშიშვილმა დღეს განაცხადა, პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობისთვის შემდეგი კანდიდატები წარადგინა: დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი. პრეზიდენტი დასახელენულ კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად მთავრობას გადაუგზავნის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, ამჟამად კომისიას 3 წევრი ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს უფლებსამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. თუ ამ პერიოდისთვის ერთი ახალი წევრი მაინც არ დამტკიცდა, კომისია სხდომებს ვერ ჩაატარებს, რადგან კვორუმი არ ექნება.