თურქეთის არმია ერაყში შევიდა

თურქეთის არმია ერაყში შევიდა

თურქეთის სახმელეთო ჯარები მოკლევადიანი სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ერაყის ტერიტორიაზე შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

ინფორმაციაში დაკონკრეტებულია, რომ ეს არის მოკლევადიანი სპეცოპერაცია თურქეთში აკრძალული ქურთების მუშათა პარტიის "ბოევიკების" წინააღმდეგ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ქურთი "ბოებიკების" პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელეს. ოპერაციის შედეგად, რამდენიმე ათეული "ბოევიკი" დაიღუპა.