ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, დევიდ კრემერის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა თვითონ ქვეყნის ხელმძღვანელებთან.
ამის შესახებ კრემერმა სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
"მე ვმუშაობდი ბუშის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თვითონ ხელმძღვანელობასთან. ეს იყო ბუში-სააკაშვილი. ახლა არ არსებობს არანაირი პოლიტიკა. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავედით. ამერიკამ ეს უნდა გამოასწოროს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეტი დაინტერესება ამ რეგიონის მიმართ, არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ. სამწუხაროდ, დასჭირდა ისეთი მძიმე მოვლენები, როგორც უკრაინის ტრაგედიაა, რომ ამერიკას რაღაც ინტერესი გამოეჩინა ამ რეგიონის მიმართ",- აღნიშნა კრემერმა.