ჩინეთში ვიზიტამდე საქართველოს დელეგაცია ყირგიზეთში, ბიშკეკში იმყოფებოდა.
ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი დახვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.