ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ფერმერებისათვის დახმარების სახით 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადეს.
"ბიბისის" ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპელმა ფერმერებმა ბრიუსელში ათასიანი აქცია გამართეს. ძირითადად ბელგიელი, ფრანგი და გერმანელი ფერემრები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების დაცემას აპროტესტებენ. მათ ტრაქტორებით ბრიუსელის ქუჩები გადაკეტეს და იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები შეხვედრას მართავდნენ. იყო შეხლა-შემოხლაც.
გამოყოფილი თანხა ძირითადად რძის მწარმოებლებს მოხმარდება, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალა რუსეთის მიერ ევროკავშირის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებამ.
ევროპულ რძის პროდუქტებსა და ხორცზე ფასების დაცემა ასევე ჩინეთიდან მოთხოვნის შემცირებამაც გამოიწვია.