ეს ადამიანი, როგორც კი ფული შემოაკლდება, ბანკის გასაძარცვად ისე დადის, როგორც სამსახურში

ეს ადამიანი, როგორც კი ფული შემოაკლდება, ბანკის გასაძარცვად ისე დადის, როგორც სამსახურში

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს ბანკის ყაჩაღობები გახშირდა.

"იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მუდმივად საუბრობს კრიმინალის კლებასა და ამ სფეროში წარმატებებზე, მინდა წარმოგიდგინოთ რეალობა ერთი კონკრეტული მიმართულებით, კერძოდ, ეს არის საქართველოში ბანკის ყაჩაღობები, რაც ბოლო დროს გახშირდა. კონკრეტულად კი საქმე ეხება "საქართველოს ბანკს" და შემთხვევას, რომელიც აღწერილია 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. აქ არის რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც დიდი ალბათობით ერთი და იგივე პირი ახორციელებს. არც ერთი ეს შემთხვევა დღემდე გახსნილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მასალიდან მძარცველის სახის დადგენა თავისუფლად შეიძლება", - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, საგულისხმოა ისიც, რომ წლიდან წლამდე ამ ობიექტების დაცვა არ უმჯობესდება, უფრო მეტიც, სასაცილოდაც კი გამოიყურება.

"ეს ადამიანი, როგორც კი ფული შემოაკლდება, ბანკის გასაძარცვად ისე დადის, როგორც სამსახურში", - აცხადებს თარგამაძე.

გივი თარგამაძის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.