"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 127 ბავშვი გაიტაცეს

ერაყის ჩრდილოეთით ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 127 ბავშვი გაიტაცეს.

დაჯგუფების მიერ გატაცებული ბავშვების ასაკი 11-დან 15 წლამდე მერყეობს. ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის ინფორმაციით ბავშვები სპეციალურ ბანაკებში მიყავთ, სადაც ისინი იარაღთან მოპყრობას და ტერორისტული აქტების განხორციელებას სწავლობენ.

მისივე თქმით ბოევიკები ბავშვებისგან თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებენ. საიდ მამუზინმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ბავშვის მამამ, შვილის გატაცების აღსაკვეთად ორი ტერორისტი მოკლა.