კალაძე კანდიდატის პრეზენტაციაზე ხელისუფლების წარმომადგენლის გამოჩენას, არჩევნებში ჩარევად არ აფასებს

კალაძე კანდიდატის პრეზენტაციაზე ხელისუფლების წარმომადგენლის გამოჩენას, არჩევნებში ჩარევად არ აფასებს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არ ჩაერევა ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მინისტრის განცხადებით, რაც უფრო მეტი დელეგატი იქნება ჩართული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, მისასალმებელი და დემოკრატიის მაჩვენებელი იქნება.

„ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა და ვერავინ ვერ გაბედავს ეს განახორციელოს. მეტიც, მე ზოგიერთი კანდიდატის პრეზენტაციაზე დავინახე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, კოალიციის ლიდერები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ერთ-ერთ კანდიდატს. თუ ჩარევაში ამას გულისხმობთ, არა მგონია, ეს ჩარევა იყოს. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს რასაც ვუყურებთ 35 ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება, მოიძიეთ სხვა ნორმალურ ქვეყნებში როგორ ხდება და რამდენი დელეგატი ირჩევს ფედერაციის პრეზიდენტს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული, დემოკრატიის მაჩვენებელია და მისასალმებელია“, - განაცხადა კალაძემ.