„მგონი მაინცდამაინც კარგ ვითარებაში ვერ იმყოფება სიჭინავა“

„მგონი მაინცდამაინც კარგ ვითარებაში ვერ იმყოფება სიჭინავა“

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტ რომან ფიფიასთვის, ზვიად სიჭინავას მიერ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, მოულოდნელი იყო.

როგორც ჟურნელისტებს ფიფიამ განუცხადა, ზვიად სიჭინავამ ალბათ ვერ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

„სიჭინავას გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. სიჭინავა სალაპარაკოდაც არ დარჩა, მგონი მაინცდამაინც კარგ ვითარებაში ვერ იმყოფება. ხედავთ რამდენი პრობლემაა და, ალბათ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო“, - განაცხადა რომან ფიფიამ.

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე გადადგა.