თურქული ლირა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

თურქული ლირა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

"ბლუმბერგის“ ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული ვალუტა 1.3%-ზე მეტით დაეცა და ერთი დოლარის ღირებულებამ 3.0465 ლირა შეადგინა.

ექსპერტთა განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებაზე ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ნეგატიურად აისახება პოლიტიკური ფაქტორიც. ქვეყანაში 2002 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ვერ მოხერხდა კოალიციის ფორმირება. 1 ნოემბერს თურქეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართება.

გარდა ამისა, ლირის გაუფასურებაზე იმოქმედა ქურთი სეპარატისტების მიერ კვირა საღამოს რამდენიმე თურქი ჯარისკაცის მკვლელობამ, რის შემდეგაც თურქეთის უსაფრთხოებისადმი ეჭვები გაზრდა.

2015 წელს თურქული ვალუტა დოლართან მიმართებაში ჯამში, 45%-ით გაუფასურდა.