ვლადიმერ პუტინმა ცენტრალური სამხედრო ოლქის საბრძოლო შემოწმების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა ცენტრალური სამხედრო ოლქის საბრძოლო შემოწმების ბრძანება გასცა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა ცენტრალურ სამხედრო ოლქში დაუგეგმავი შემოწმების ჩატარების ბრძანება გასცა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

"ბრძანების შესაბამისად, ოლქის ჯარები, სხვა სამხედრო ოლქების საჰაერო ძალების ნაწილი, საჰაერო-სადესანტო ჯარები და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია მოსკოვის დროით 09:30 საათიდან სრულ მზადყოფნაშია", - განაცხადა შოიგუმ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ცენტრალური სამხედრო ოლქის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება 7-დან 12 სექტემბერამდე გაგრძელდება.