შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს

შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი კომისარი შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს. ამის შესახებ ფულემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი რუმსში" განუცხადა, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია   -  "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი.უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში".  

ფულეს თქმით, საქართველოს პროგრესი ვიზალიბერალიზაციის კუთხით დამოკიდებული იქნება ქვეყნის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საშინაო დავალების შესრულებაზე. 

"მიგრაციის კრიზისი არის დიდი გამოწვევა. დიდი იმედი მაქვს, მიგრაციის კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზორში, არ იქონიებს გავლენას იმ შესანიშნავ სამუშაოზე, რომელიც საქართველომ ჩაატარა და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ",- განაცხადა შტეფან ფულემ.