თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანია ELBIT Systems – Cyclone
საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს. მასშტაბურ საწარმოში, რომელიც საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება, თვითმფრინავის ნაწილებს კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დაამზადებენ.
საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.