გერმანიის ქალაქ მიუნხენის მატარებლების ცენტრალურ სადგურზე, დღეს, უნგრეთიდან ავსტრიის გავლით, სირიელი ლტოლვილების 5000 კაციანი ნაკადი შევიდა.
ისინი რეგისტრაციის შემდეგ ლტოლვილთა სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილეს. ლტოლვილები პოლიციის გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
გერმანელები ლტოლვილთა შესვლას ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ. მათ ადგილზე სხვადასხვა სახის საჩუქრები და პროდუქტი მიიტანეს, რომლებიც საკუთარი ხელით გადასცეს.
სირიელი ლტოლვილები ამბობენ, რომ ისინი სიკვდილს გამოექცნენ და მადლობას უხდიან გერმანიის მთავრობას, რადგან მათი ქვეყანაში შესვლის ნებართვა გასცა. უახლოეს მომავალში ლტოლვილთა შემოდინებას გერმანია კვლავ ელის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოლიცია არ ამბობს, თუ სად, რომელ თავშესაფარში გადაჰყავთ ლტოლვილები.
აღნიშნული ინფორმაცია და ფოტომასალა "ინტერპრესნიუსს" რეზო ნადირაძემ გერმანიიდან გამოუგზავნა.