კიშინიოვში, გენერალური პროკურატურის შენობასთან პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უწყებასთან საპროტესტო აქციას მართავს პარტია "მოლდოვა - ჩვენი სახლი". ამასთან დაკავშირებით, გენპროკურატურასთან სპეცდანიშნულების რაზმის გაძლიერება გახდა აუცილებელი.
კიშინიოვში დღეს ორი ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს. მეორე აქციის ორგანიზატორია პლატფორმა "ღირსება და სიმართლე". მათი უმთავრესი მოთხოვნა პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომა და მარტში ვადამდელი არჩევნების დანიშნვნაა.
ამასთან, დღეს, მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ კიშინიოვის ცენტრში კარვების გაშლას აპირებენ და დაშლას მათი ყველა მოთხოვნის შესრულდებამდე არ გეგმავენ.