უკრაინელმა ოლიგარქმა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ძაღლს შეადარა და ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა

უკრაინელმა ოლიგარქმა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ძაღლს შეადარა და ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა

უკრაინელი ოლიგარქი და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს "მკბენარა ძაღლს" უწოდებს და საქართველოში მის გაგზავნას მოითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით, ოლიგარქი სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ავიაგადაზიდვებთან დაკავშირებით. "როდესაც უალიკაპო ძაღლი ვიღაცას კბენს, საჭიროა ძაღლის დასჯაც და პატრონისაც", - განაცხადა კოლომოისკიმ და დასძინა, რომ ასეთ ცხოველებს, მსგავს შემთხვევაში, აძინებენ ხოლმე.
 

ყოფილი გუბერნატორი ამის ნაცვლად სააკაშვილის საქართველოში გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა, რათა, მისი თქმით, მან "იქ დაკბენილი ხალხისთვის პასუხი აგოს". "რაც შეეხება პატრონს, ჩვვენ გვესმის, ვინ არის ის", - განაცხადა ოლიგარქმა. 

კოლომოისკიმ მიხეილ სააკაშვილი ნარკოტიკების მოხმარებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოდესის გუბერნატორმა თავისი სიტყვებისთვის სასამართლოს გზით ფულით უნდა აგოს პასუხი.

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს განუცხადა, რომ პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი გადაწყვეტილებებს იღებს არა უკრაინელი ხალხის, არამედ ადგილობრივი ოლიგარქების, კერძოდ კი, იგორ კოლომოისკისა და რენატ ახმეტოვის სასარგებლოდ. მისივე თქმით, იაცენიუკმა უარი თქვა ანგარიშის განხილვაზე სამგზავრო ავიაგადაზიდვების ღირებულებისა და სახელმწიფო ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელის, დენის ანტონიუკის საქმიანობის შესახებ.