ამერიკა რუსეთს აფრთხილებს

ამერიკა რუსეთს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს აფრთხილებს, სირიაში მისი სამხედრო ყოფნის მოსალოდნელი გაძლიერებისგან თავი შეიკავოს. 

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას უახლოეს პერიოდში სირიაში რუსი სამხედროების განლაგების გამო ვაშინგტონის შეშფოთების შესახებ ისაუბრა.
 

ქერის განცხადებით, ამგვარმა მოქმედებებმა შესაძლოა, სირიაში კონფლიქტის ესკლაცია, უდანაშაულო ადამიანთა გარდაცვალება და დევნილთა კიდევ უფრო მეტი ნაკადების წარმოქმნა გამოიწვიოს.
ცოტა ხნის წინ ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვი მზად არის "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად სირიაში სამხედრო თვითმფრინავები გააგზავნოს.