რომის პაპი კათოლიკურ სამყაროს მოუწოდებს, თითო დევნილი ოჯახი შეიფაროს

რომის პაპი კათოლიკურ სამყაროს მოუწოდებს, თითო დევნილი ოჯახი შეიფაროს

რომის პაპი ფრანცისკი კათოლიკურ სამყაროს მოუწოდებს, თითო დევნილი ოჯახი შეიფაროს. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იუწყება. მისი თქმით, თითოეულმა რელიგიურმა საზოგადოებამ, თითოეულმა მრევლმა , თითოეულმა მონასტერმა და ევროპის ტაძრებმა თითო ოჯახი უნდა მიიღოს.

პაპის განცხადებით, პირველები დევნილთა ოჯახებს ვატიკანის ორი სამრევლო მიიღებს.

2015 წლის დასაწყისიდან დღემდე ევროკავშირის ტერიტორიაზე 350 ათასზე მეტი დევნილი გადავიდა, რომელთა რაოდენობას ყოველდღიურად ათასობით დევნილი ემატება. ევროკომისიის განცხადებით, არსებული საემიგრაციო კრიზისი მსოფლიოში უდიდესია მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული.