ტაჯიკეთში სპეცოპერაციისას 13

ტაჯიკეთში სპეცოპერაციისას 13 "ბოევიკი" მოკლეს

ტაჯიკეთში შსს-ის, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი სპეცოპერაციის დროს 13 "ბოევიკი" მოკლეს. 

"ბიბისის" ცნობით, ოპერაცია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის აბდუხალიმ ნაზარზოდას ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარდა. დააკავეს ჯგუფის 32 წევრი, გარდა ამისა, სპეცოპერაციის შედეგად 500-მდე იარაღი ამოიღეს. 

ტაჯიკეთის მთავრობის ცნობით, ნაზარზოდა და მისი მებრძოლები რამითის ხეობაში იმალებიან. მათი ძებნა გრძელდება. ხელისუფლება ნაზარზოდას გუშინ დედაქალაქ დუშანბესა და ქალაქ ვაჰდათში მომხდარ თავდასხმებში ადანაშაულებს, რასაც 17 ადამიანი შეეწირა. 

გუშინ ნაზარზოდამ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა გაიტაცა დედაქალაქში არსებული სამი სამხედრო ნაწილიდან. დედაქალაქში და რამითის მთებისკენ მიმავალ გზებზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პოლიცია ყველა ავტომობილს ამოწმებს.