სამუშაო ვახშამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ამბასადორიალის მონაწილეებს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით დასრულება მიულოცა.
"ძალიან წარმატებული ამბასადორიალი ჩავატარეთ უკვე ახალ მინისტრთან ერთად. მიხარია, რომ სასიამოვნო ტრადიცია დამკვიდრდა ყოველწლიური შეხვედრის. მინდა, გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,"- აღნიშნა პრემიერმა.
მანვე ქართველ დიპლომატებს "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"სოლიდარობის ფონდი ერთი წლის წინ დააარსდა და უკვე მობილიზებულია 3 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც 143 ბავშვის მკურნალობას მოხმარდა. ეს ნამდვილად კეთილი საქმეა, რომლის განხორციელებაც ჩვენ ერთობლივად შევძელით,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.