საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ჰოლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ჰოლანდიას დაუპირისპირდება

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი დღეს იწყება. საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 17:00 საათზე ჰოლანდიასთან დაპირისპირებით გახსნის თავის ასპარეზობას "ევრობასკეტზე". 

იგორ კოკოშკოვის გუნდი ჩ ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები ჰოლანდიის გარდა, საბერძნეთი, ხორვატია, სლოვენია და მაკედონია არიან. საქართველოს მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს. ამ ჯგუფში მატჩები 5-დან 10 სექტემბრამდე გაიმართება. 7 სექტემბერი ჩ ჯგუფის მონაწილეებისთვის დასვენების დღეა. 1/8-ფინალში სულ 16 გუნდი იასპარეზებს. თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო ნაკრები შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების 12-კაციანი განაცხადი ასეთია: ჯეიკობ პულენი (მცველი), ცედევიტა (ხორ); ნიკა მეტრეველი უკლუბოდ; ზაზა ფაჩულია დალასი (NBA); გიორგი ცინცაძე შსს-აკადემია (საქ); გიორგი შერმადინი, ანდორა (ესპ); დუდა სანაძე, სან დიეგო (NCAA); მანუჩარ მარკოიშვილი, დარუშაფაკა (თურ); ლევან ფაცაცია, უკლუბოდ; ვიქტორ სანიკიძე, ანკარა (თურ); ბექა ბურჯანაძე, კორუნა (ესპ); თორნიკე შენგელია; კახა ლაბორალი (ესპ); ბესიკ ლეჟავა, ბათუმი (საქ). მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერ).

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება – ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია. საქართველოს ნაკრების ჯგუფი ხორვატიაში ასპარეზობს.