იტალიური მაფია და მისი ქართული კონკურენტები წელიწადში 19 მილიარდ ევროს გამოიმუშავებენ კონტრაფაქტურ საქონელზე. აქედან მიღებულ მოგებას კი დებენ ლეგალურ ბიზნესში. აღნიშნული მონაცემები დადო ევროკავშირის გამოძიების ცენტრმა. საბოლოო ანგარიშს კი სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს ევროკომისია.
„ქონების დაგროვების ხერხები, რომლებსაც მიმართავენ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები, იცვლება“ - აღნიშნავს ერნესტო სავონა, საგამოძიებო ცენტრის Transcrime-ის ხელმძღვანელი. იგი იმ საკორდინაციო ჯგუფის წევრია, რომელმაც მოამზადა ევროკომისიის აღნიშნული ანგარიში. კრიმინალური თანხები, რომელიც აუცილებელია „გათეთრდეს“ და შემდგომ მოხდეს მათი ინვესტირება ლეგალურ ბიზნესში. მკვლევართა შეფასებით (ეს შეფასება ეყრდნობდა კრიმინალთა ქონების კონფისკაციის შედეგად მიღებულ ანალიზს), ბოლო ორი წლის გამავლობაში, ორგანიზებული დანაშაულებრივმა ჯგუფებმა გამოიმუშავეს „19 მილიარდი ევრო კონტრაფაქტურ საქონელში, 6 მილიარდი ევრო - ჰეროინზე, 5 მილიარდი ევრო - კოკაინზე და კანაბისზე, 4 მილიარდი ევრო - პროსტიტუციაზე. მოგების მარჟამ გადაჭარბა 30%-ს“ - წერს Newsweek-ის ჟურნალისტი ელიზაბეტ ბრო.
„ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ლეგალურ ბიზნესში მაფიის ინვესტირების შედეგად მიღებული მოგება არ არის დიდი. თუმცა, გარკვეული სარგებელი აქაც რჩებათ. შემოსავლის მიღება არის მაფიოზთა მიერ განხორციელებული ინვესტირების ერთ-ერთი მოტივაცია“ - აღნიშნავს ერნესტო სავონა.
„დღეს-დღეობით, დიდ ბრიტანეთში იდება რუსული, ქართული და ჩინური ბანდების ინვესტიციების ფული ბანკებში, რესტორნებში, უძრავ ქონებაში, საცალო მაღაზიებში, სპორტსა და საბუქმექერო კანტორებში“ - წერს გამოცემა.
მიუხედავად ამისა, მაფიათა შორის ლიდერის პოზიცია უჭირავს არა რუსულ, ჩინურ ანდა ქართულ, არამედ იტალიურ ორგანიზებულ დაჯგუფებებს.
„ფინეთში ბაიკერთა რუსული დაჯგუფებები იჭრებიან ავტოსერვისებში, კერძო დაცვის სააგენტოებში და ინტიმური მომსახურების სალონებში. საფრანგეთში ჩინური ბანდები უპირატესობას ანიჭებენ უძრავ ქონებას, საბითუმო და საცალო ვაჭრობას, ხოლო რუსული და ქართული ბანდები ირჩევენ სასტუმროებს და უძრავ ქონებას“- ნათქვამი სტატიაში.
„იტალიური ბანდები მცირე ინვესტიციებს დებენ იტალიაში, ვინაიდან საკუთარ ქვეყანაში გაშიფვრის რისკი მაღალია“ - აღნიშნავს სავონა.
უმეტეს წილად, იტალიელები ინვესტირებას ახორციელებენ შვეციაში. შვედურის ცოდნა მათთვის არ არის აუცილებელი. საკმარისია, იპოვონ ბუღალტერი. „ისინი არავის კლავენ და წყნარად არიან. ასე რომ პოლიცია მათ არ აწუხებთ. ეს ზიანს აყენებს არა მარტო კანონმორჩილ და პატიოსან მეწარმეებს, რომლებიც მაფიის მიერ ჩამოყალიბებულ ფირმებთან კონკურირებენ, არამედ ზიანს აყენებს კერძო პირებსაც“ - განმარტავს სავონა.
გამოცემის მონაცემებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ინვესტირებას აკეთებენ დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში.
კენეტ რაიდჯოკი, რომელიც ადრე ნარკომოვაჭრეებზე მუშაობდა და მათი თანხების გათეთრებით იყო დაკავებული, აღნიშნავს, რომ ისინი ანუ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, ყიდულობენ ბინებს საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასში და ამ გზით სხვებს აგდებენ ბაზრიდან.
სხვა კერძო ინვესტორების მსგავსად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ან ქმნიან თავიანთ ლეგალურ ბიზნესს, ანდა ფულს დებენ ჩვეულებრივი მეწარმეების ბიზნესში.
„ძირეული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ლეგალური ეკონომიკა სარგებელს ნახულობს ფულადი შემოდინებიდან ანუ მოგებიდან. ხოლო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს სჭირდებათ სადღაც დააბინავონ და ჩადონ თავიანთი თანხები“ - ასკვნის გამოცემა.
ერნესტო სავონა ურჩევს სამართალდამცავ ორგანოებს, არ შემოიფარგლონ მხოლოდ ფულის გათეთრებასთან ბრძოლით, არამედ შექმნან „მაფიოზური აქტივობის შედარებითი სქემები“.
ჰოდა... სწორედ მაშინ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კოპენჰაგენი და ლონდონი... პალერმოზე ცხელია.