ბათუმში მცხოვრებლები მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ

ბათუმში მცხოვრებლები მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ

ბათუმში მცხოვრებლები მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, საკანალიზაციო ჭები და სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" 26 მაისისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე მცხოვრებლებმა განუცხადეს, ყველა შესაბამისმა სამსახურმა იცის, რომ ძლიერი წვიმის დროს ეს ტერიტორიები იტბორება. მოსახლეობა მერიის სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"მოვიდა სამაშველო სამსახური და ჩვენი სახლის პირველ სართულს ტუმბავენ. დამისველდა ავეჯი , ახლა აღარ მჭირდება დახმარება. ამოტუმბავენ თუ თავისით გაიწოვს წყალი, სულ ერთია, მერიის სამსახურები ახლა კი არ უნდა ასუფთავებდნენ საკანალიზაციო ჭებსა და სანიაღვრე არხებს, ისინი მზიან ამინდში უნდა გამოვიდნენ და მოაწესრიგონ სისტემა. ჩვენი პრობლემის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის. წელიწადში ხუთჯერ გვტბორავს და ტელევიზორით გადმოსცემენ ჩვენს პრობლემას. მხოლოდ მერიამ ვერ გაიგო, რომ დახმარება გვჭირდება", - აცხადებს მოსახლეობა.

ამ წუთებში ბათუმში აღარ წვიმს და სამაშველო და სახანძრო სამსახურები დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.