„გიორგი ქადაგიძე უნდა დაიჭირონ და დაუმტკიცონ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“

„გიორგი ქადაგიძე უნდა დაიჭირონ და დაუმტკიცონ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრეილიძე ეროვნული ვალუტის დევალვაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს  ადანაშაულებს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქადაგიძეს საბოტაჟი უნდა მოუწყოს და დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს.

„იმას, რაც ხდება, საბოტაჟს დავარქმევდი, დაუფარავ, დაუმალავ, აბსოლუტურად აღვირახსნილ საბოტაჟს. ეს ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ დამქაში გიორგი ქადაგიძის მხრიდან. ეროვნულ ბანკს აბსოლუტურად ცალსახად ვადანაშაულებ იმაში, რაც ხდება. გიორგი ქადაგიძე უნდა დაიჭირონ, დაუმტკიცონ საბოტაჟი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ხელისუფლებამ იმპიჩმენტი უნდა მოუწყოს ქადაგიძეს და მოხსნან, თორემ შემოდგომაზე საშინელ დღეში ჩავარდებით, არ შეიძლება მისი გაჩერება ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.