ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სტიქიის დროს დაზარალებულ მოქალაქეს დაეხმარა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სტიქიის დროს დაზარალებულ მოქალაქეს დაეხმარა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სახელზე შესულ თხოვნაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რამდენიმე კვირის წინ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, 13 ივნისს თბილისში სტიქიის დროს დაზარალებულმა, უსახლკაროდ დარჩენილმა მოქალაქემ ნათია თევდორაშვილმა დახმარების თხოვნით მიმართა, რათა დროულად მომხდარიყო მისი პრობლემის გადაჭრა.

შესაბამისი რეაგირებისათვის, ნათია თევდორაშვილისათვის შექმნილი პრობლემების დროულად მოსაგვარებლად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა წერილობით მიმართა თბილისის მერს.

გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრულ ვადებში მიიღეს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაუდასტურეს, რომ მოქალაქე ნათია თევდორაშვილთან გაფორმდა "საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის გაცემის თაობაზე" ხელშეკრულება.

დაზარალებულს უკვე გადაეცა 90 000 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ბინის შესაძენად.