"იმედის" ინფორმაციით, 1 სექტემბერს მთავრობაში საკადრო გადაადგილებები იგეგემება

"ქრონიკის" ინფორმაციით, პოსტს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დატოვებს და მის ადგილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის დაიკავებს.

"1 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში ჩანიშნულია ახალი მინისტრის წარდგენა, საქმე ეხება საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს და მის ადგილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს", - აცხადებს საინფორმაციო გამოშვება - "ქრონიკაში" "იმედის" ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი.

პოსტის შესაძლო დატოვების საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

"ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის, ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც ყველა სხვამ, მე გავიგე პრესიდან, შესაბამისად, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს და უმჯობესის კითხვა მასთან იყოს დასმული.

"ამ გადაწყვეტილებებს ღებულობს მთავრობის თავმჯდომარე, მე მგონია სჯობს, რომ მას მიმართოთ კითხვით. არ არის სწორი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ქრონიკის" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტი, შესაძლოა, ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ დაიკავოს.

საარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მანამდე პრესაც აქტიურად წერდა.