"შაჰ დენიზის" გაზსადენზე თურქეთში აფეთქება მოხდა, შედეგად აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შეფერხდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ქურთმა მებრძოლებმა განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის აღდგება გაზის მიწოდება.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება რამდენიმე კვირის წინ, 4 აგვისტოსაც მოხდა, რის გამოც 23 აგვისტომდე ასევე შეფერხებული იყო ბუნებრივი აირის მიწოდება.
"შაჰ დენიზი" აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი გაზსადენია, რომელიც "ბრიტიშ პეტროლიუმთან" და აზერბაიჯანულ სახელმწიფო ენერგოკომპანია "სოკართან" თანამშრომლობით შეიქმნა.