დავით უსუფაშვილი - ჩვენ კონსტიტუციას ერთი ძალიან დიდი პრობლემა აქვს, არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

დავით უსუფაშვილი - ჩვენ კონსტიტუციას ერთი ძალიან დიდი პრობლემა აქვს, არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

ჩვენ კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა. საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს პრობლემა ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემაა, ჩვენი კონსტიტუციის პრობლემაა და ეს ჩვენი მოსაგვარებელია და ამ მოგვარებასაც ჭირდება სწორედ დღევანდელი კონსტიტუციის მიერ დადგენილი სტანდარტების განუხრელი შესრულება, დღევანდელი კონსტიტუციით განსაზღვრული ტიპის სახელმწიფოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ქართული, ევროპული, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა უსუფაშვილმა.