"მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ ქმედებას"

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას რუსეთის მხრიდან გადადგმულ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ უკანონო ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე.

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა რომ ესაა რუსეთის მხრიდან პროვოკაციული აგრესიული უკანონო ქმედება. სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს თავის ტრადიციულ საქმიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცეს ამ ფაქტს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ცნობისთვის, საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერლმა დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირეული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთი რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ოჩამჩირის მონაკვეთის აღდგენა ენგურის ხიდამდე. ადგილზე 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და სამხედროები მუშაოებენ. მისივე თქმით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და მას ჰუმანიტარული მიზნები აქვს.