თურქეთი და აშშ უახლოეს მომავალში სირიასა და თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ "ყოვლისმომცველ ოპერაციას" დაიწყებენ. ამის შესახებ "როიტერთან" ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
"ტექნიკური მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ დასრულდა. ჩვენ მალე ისლამისტების წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ოპერაციას დავიწყებთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
"ისლამური სახელმწიფო" სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიებს აკონტროლებს. იგი საფრთხე უქმნის თურქეთსაც, რის გამოც ანკარამ მის წინააღმდეგ იერიშების განხორციელება დაიწყო.