პაპუა ახალ გვინეაში კანიბალიზმში ეჭვმიტანილი 54 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ გაზეთ National-ზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაცია ქვეყნის დასავლეთ პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სოფელში დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩატარდა. სპეცოპერაციაში 35 სამხედრო და პოლიციელი მონაწილეობდა.
"პირველ რიგში ეს არის კანიბალიზმის და საიდუმლო რელიგიური კულტების გავლენის გავრცელება, რომლებიც რიტუალური თავის კვეთის პრაქტიკას გადიან" , - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
კანიბალიზმი პაპუა ახალი გვიანისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 2012 წლის ზაფხულში კანიბალების სექტამ ქყვეყანაში არჩევნების ჩაშლა შეძლო.